პროექტები მათემატიკაში
Saturday, November 14, 2015
მეშვიდე დღის რეფლექსია: სასწავლო პროექტის შაბლონში, შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, განვსაძღვრე საბაზისო უნარები რომლებიც უნდა იცოდეს მოსწავლემ, შევიმუშავეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. გავეცანით ინდივიდუალურ მიდგომებს სწავლების დროს.გამოვიყენებ ინდივიდუალურ მიდგომის სტრატეგიებს მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს.
Tuesday, November 10, 2015
Saturday, December 15, 2012
Sunday, December 9, 2012
პროექტის აღწერა
·
პროექტის სახელწოდება: ოქროს კვეთა
·
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: მონაკვეთის დაყოფა პროპორციულ ნაწილებად, მისი გამოყენება ბუნებასა და არქიტექტურაში
·
პროექტის აქტუალობა: ოქროს კვეთის პროპორციით აშენებული შენობების სილამაზის და აქტუალურობის დანახვა.
·
პროექტის მიზნები:მოსწავლეებმა დაადგინონ ოქროს კვეთის პრინციპი, ამოხსნან განტოლება, შეიგრძნონ მისი "ღვთაებრივი პროპორციულობა"
·
მონაწილეთა
ასაკი:15,16 წელი
·
ვადები/ხანგრძლივობა:ორი კვირა
·
მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება
შეიქმნას:სლაიდები, გეომეტრიული ფიგურები, შეიძლება წიგნის გამოშვებაც.
·
პროექტის მსვლელობა (ძირითადი
აქტივობები):ორ მოსწავლეს დავავალებ ინტერნეტში მოიძიოს მასალა ძველი ბაბილონის და პითაგორის ეპოქიდან, შემდეგ ორს დავავალებ აღორძინების ეპოქის შენობების და ხელოვნების ნიმუშების საფუძველზე ოქროს კვეთის მაგალითების მოძიებას, კიდევ ორ მოსწავლეს დავავალებ შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი"-დან სტროფების ამოწერას რომლებიც აგებულია ოქროს კვეთის პრინციპით, რამდენიმე მოსწავლემ შეიძლება ფოტოაპარატით გადაიღონ თბილისის ღირშესანიშნავი ადგილები სადაც იქნება გამოყენებული ღვთაებრივი პროპორცია.
·
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი:ეროვნულ სასწავლო გეგმაში შემდეგი პარაგრაფის უკეთესად ათვისების მიზნით (რიცხვთა მიმდევრობები. პროგრესიები, ფიბონაჩის მიმდევრობა და ა.შ.)
·
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი):ლია გელაშვილი-კალანდაძე
·
ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა:lia.gelashvili7@gmail.com
·
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგ liagelashvili1.blogspot.com
Subscribe to:
Posts (Atom)